08 August 2009

Re: ”პრაგმატული ტექნიკა”




ეხლა ჩემი მეგობრის ბლოგს ვკითხულობდი(უნდა ვაღიარო,ძალიან კარგი ბლოგია) და წავაწყდი პოსტს ”პრაგმატული ტექნიკა”, რომელსაც არ დავეთანხმე :P
აი ისიც http://postmonkey-world.blogspot.com/2009/08/blog-post_02.html

გადავწყვიტე, აქ ვუპასუხო ავტორს :

არა არა და კიდევ ერთხელ არა !
სხვა კუთხით შევხედოთ ძვირფასო ;)
რამდენი ადამიანი გაიცანი ზუსტად ეგრეთ წოდებული ”პრაგმატული ტექნიკის” წყალობით ? :P მის გარეშე რამდენ ადამიანს არ ექნებოდა შანსი.თუნდაც იმ წყვილს, ერთი რომ ჩემი თანამშრომელია და მეორე შენი ;)


ახლა კი მობილურს დავიცავ :)))
როცა მობილური არ იყო, ის პერიოდია. ერთი წყვილი შეთანხმდა , რომ კინო ამირანთან შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
მივიდა გოგო კინო ამირანთან . ელოდა, ელოდა ბიჭს მთელი სეანსის განმავლობაში. ბოლოს ეს უკანასკნელი რომ არ გამოჩნდა, წავიდა გაბრაზებული.
მივიდა ბიჭი რუსთაველთან (თურმე ერთი და იგივე ფილმი გადიოდა რუსთაველშიც და ამირანშიც. თურმე ბიჭმა იგულისხმა რუსთაველი და რატომღაც თქვა ამირანი ).
ასევე მთელი სეანსის განმავლობაში ელოდა გოგოს. ბოლოს ისიც წავიდა სახლში გაბრაზებული.

აქედან დასკვნა: რომ ყოფილიყო მობილური, ხომ არ მოხდებოდა ეს გაუგებრობა? :)

ასე რომ, გაუმარჯოს ტექნიკას ! I'm lovin' it

4 comments:

ket_eva_n said...

ვახ.. ეს უკვე საინტერესოა :)
არა, გეთანხმები ნამდვილად..
ტექნიკის გარეშე ძალიან ძნელია..მაგრამ მე იმას ვწუწუნებდი ჩემს ბლოგზე, რომ რომანტიკა უფრო შეამცირა რა..
და საბოლოო ჯამში, ჩვენ ტექნიკაზე მაინც ვართ მიჯაჭვულები.. დამეთანხმე ამაში :)):))
წყვილებს რაც შეეხება, მართალი ხარ.. ძალიან დიდი რესურსია ადამიანების გაცნობის და შესაბამისად, მეორე ნახევრის პოვნის..და მეც აქტიურად ვიყენებ ამ რესურსს..მაგრამ მაინც მგონია, რომ ზედმეტად ვემორჩილებით ტექნიკას:)

Sophie שרה Golden said...

გეთანხმები.
თითქმის ყველა ჩემი უახლოესი მეგობარი, ინტერნეტის წყალობით გავიცანი, იმავე ფორუმების და სოციალური ქსელების საშუალებით.
Like this blog.

დომენიკო said...

ქვის გამხეთქი არგუმენტებია :))

Kiwi said...

აუცილებელია ტექნიკა, სამყარო პროგრესულია და ყოველტვის ინერგება რაღაც ახალი და ისეთი რაც გიადვილებს ისედაც მძიმე ცხოვრებას, ხოდა უნდა მივიღოთ :> მობილურის გარეშე ვერ წარმომიდგენია მე და ტქვენი არ ვიცი... :)