13 March 2010

მომავალი თაობა-- სასაცილოა თუ სატირალი?!

“ქართული ენა ისეთი მდიდარია, რომელ ბრუნვასაც გინდა გამოიყენებ ადამიანის სახსენებლად” – IX კლასი

“ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შედეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა” – VII კლასი

“შუშანიკზე გაბრაზებულს ვარსქენს ნადირობისთვის წასვლა მოუნდა, რადგან უნდოდა, ვიღაც მოეკლა და ეს ცოლს ვერ გაუბედა” – IX კლასი

“პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული” – VIII კლასი

“ჯობია ადამიანმა უკან იაროს და წინ გაინათოს, ვიდრე მიდიოდეს და უკან მისდევდეს ლამპარიო. უთხრა ბრძენმა შვილმა მეფეს და გააოცა” – VI კლასი

“ჩარლი ჩაპლინი მუდამ ცდილობდა ანგელოზი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ადამიანი გამოდგა” – VI კლასი

“ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა” – VII კლასი
მე: (არა)რომანტიკულად გაღარიბება ნეტავ როგორია? :))

“გალაქტიონ ტაბიძეს ეგონა, რომ ფრთები ჰქონდა. ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა. მანამდე კი ლექსად დაწერა ფრთები მააქვსო” – VIII კლასი

“არავინ იცის საიდან ჩასახლდა მარიტასთან ისეთი სილამაზე, რომელიც ჯერ არავის ენახა. ისიც გაურკვეველია სად ქრება ლამაზი ქალი” – VIII კლასი

“როცა ადამიანები პირველად გამრავლდნენ, არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ საკუთარი ხელები და ფეხები” VII კლასი
მე: და ნეტავ საიდან იცოდნენ, გამრავლება როგორ ხდებოდა? :))

“ძუძუები, რომელსაც ნუკრი წოვდა, მონადირემ თან წაიღო. ამის დანახვაზე პატარა შველს გული წაუვიდა” – V კლასი

“მედეა ჯადოქარი იყო და ყაყაჩოს წვენით აძინებდა ურჩხულებს. მერე კი ოქროს საწმისს ხან სხვებს მოატაცინებდა და ხან თავის იაზონს” – VI კლასი

“ალექსანდრე ყაზბეგი ფუფუნებაში იზრდებოდა, მაგრამ უცბათ კომბალს დაავლო ხელი და მეცხვარე გახდა. ვერავინ მიხვდა, რომ მწერლობა უნდოდა და მეცხვარეობაც იმიტომ აირჩია” – VIII კლასი

“მზეთუნახავი ნესტანი კიდობანში ჩასვეს და წყალში ჩააგდეს. ზედ კი ორი ზანგი მონა დაასვეს” – IX კლასი

“თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში” – V კლასი

“ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა” – VIII კლასი
მე: ანუ ამ ადამიანის ლოგიკით, ყველაზე ინტელექტუალური ხალხი მოდელები არიან ?!

“ონისეს და ძიძას კოცნის გამო სოფელში თოფი გავარდა” მე-8 კლასი

“ხევისბერი გოჩა, რომელიც ხალხს სულლოცავდა ხოლმე, ძიძიას სიყვარულმა ისე გააგიჟა, საკუთარი შვილი დახვრიტა” მე-8 კლასი

“ლუარსაბ თათქარიძე მრგვალად და დარბაისლურად იყო გასუქებული” მე-8 კლასი

“ჩვენმა ერმა ორი ათასი წელი იცხოვრა და ბევრი უვარგისი ქვებიც ჩადო წარსულის ძირში” მე-10 კლასი

“ვაჟა-ფშაველა არწივს გავდა, მაგრამ მთის დევს ეძახდნენ” მე-8 კლასი

“ილიას თვალით დანახული თერგი ისეთი მდუღარე და ჩუმია, თითქოს როზგებს ურტყამენ და მედლებს ურიგებენო” მე-10 კლასი

“ვეფხისტყაოსანი” ყველა ქართველი პოეტის უდიდესი პოემაა” მე-7 კლასი

“ამირანს დღემდე ყოველდღე სტუმრობს არწივი და ზედ აჯდება” მე-9 კლასი

“როცა თბილისში ღამდებოდა და ქარი მტკვარს ეფინებოდა, ქალები გარეთ გამოდიოდნენ და კისკისებდნენ” მე-7 კლასი
მე: რა აკისკისებდათ ერთი?!

“ერეკლე მეფემ კრწანისის ომი წააგო და ისე დაიმალა, ქალები ვეღარ პოულობდნენ” მე-6 კლასი

“ოდისევსი უთავბოლოდ იქამდე დაეხეტებოდა, სანამ ყოჩაღი ციკლოპი არ გაიცნო, რომელიც ადამიანებს ღვიძლებიანად ყლაპავდა” მე-7 კლასი
მე: ყოჩაღი ციკლოპი,ლოოოლ :)))

“ცოტნე დადიანმა ტიტველ სხეულზე თაფლი ისე წაისვა, რომ ბუზებს საჭმელი ჰგონებოდათ” მე-5 კლასი
მე: აბა ვაგოიმებთ ბუზეეებს :D

“მონადირემ გაქცეული მელა დაინახა და ჰაერში განასკვა” მე-7 კლასი

“ლადო ასათიანმა კრწანისში საფლავთან მუხლის მოდრეკის ტრადიცია დაამკვიდრა” მე-5 კლასი

“სულხან საბა ორბელიანი ჭკვიანი იყო და დაბადებიდან იცოდა უცხოური ენათმეცნიერება” მე-6 კლასი

“თინათინი მზეს მაშინ ჰგავდა, როცა ცაზე ღრუბლები აღარ იყვნენ ხოლმე” მე-9 კლასი

“ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო” მე-9 კლასი
მე: აი ეს ადამიანი საერთოდ გონზე იყო ნეტავ, რას წერდა?!

“ლადო ასათიანს ღმერთმა ოცნებიანი ლექსების წერა დაავალა” მე-7 კლასი

”ჯოყოლამ ზვიადაური რომ დაინახა, უნდა ესროლა, მაგრამ უცბად გაახსენდა, შეიძლება მასპინძელი ვარო და გამოელაპარაკა” მე-10 კლასი
მე: ”შეიძლება მასპინძელი ვარო” მომეწონა. და რატომ გამოელაპარაკა ნეტავ, რომ გადაემოწმებინა , იყო თუ არა მასპინძელი? :))

“ჭეშმარიტი პოეტები სიკვდილის მაგივრად უკვდავების ხარისხში ადიან და იქ ცხოვრობენ” მე-8 კლასი
მე: ახარისხებას მერვე კლასში ასწავლიან ნეტავ?

“ლუარსაბს ცხენი დაუმალეს და იფიქრა, რაც არის, არის, მაშინ დარეჯანს დავექორწინებიო” მე-8 კლასი

“ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები” მე-8 კლასი

“დავით გურამიშვიოლს სწავლის სიმწარე მშობიარობა ჰგონია, საიდანაც ვაზის ყურძენი უნდა დაიბადოს” მე-6 კლასი

“ილია ჭავჭავაძეს სიყვარული აღარ შეუძლია, რადგან ღამე აღარსძინავს და დღისით ვერავის ელაპარაკება” მე-8 კლასი
მე: საწყალი ილია!

“გალაქტიონი ისეთი დიდი პოეტი იყო, ლექსებს წინიდანაც წერდა და უკნიდანაც. როგორც არ უნდა წაიკითხო მისი ნაწერი, მაინც ლექსია და რომანს არ ჰგავს” მე-8 კლასი
მე: მხოლოდ გვერდიდან ვერ წერდა... აი რომ არ გადამხტარიყო ფანჯრიდან(ამასაც წაიკითხავდი ზემოთ, როგორ გადახტა გალაკტიონი ფანჯრიდან, რახან ეგონა, ფრთები ჰქონდა :( )

“ქართველებს დედა ისე უყვართ, რკინასაც კი დედაბოძს ეძახიან” მე-5 კლასი

“ილია ჭავჭავაძეში ყველა ქართველის გენოილოგია გაერთიანდა და ერთად უტევდა მტერს” მე-6 კლასი

“ყველა ერი ადამიანებისგან შედგება. განსხვავება მხოლოდ ფერში და სუნშია” მე-10კლასი

“დირექტორს კოცებუ ერქვა და მკაცრად აკობუცებდა ყველაფერს” მე-6 კლასი
მე: ვინმემ იცის, სიტყვა აკობუცებდა რას ნიშნავს?!!!

“თამარ მეფე ყველა ქართველში ლამპრად ანთია და ელვარებს. ის ისეთი დიდი და ნათელია, რომ შესაფერისი სიმღერების წერა ყველას ეძნელავება” მე-6 კლასი