20 September 2008




ეხლა “hey Jude”-ს ვუსმენდი და ბათუმი გამხასენდა. ძალიან ცხადად, კარდებად გამიფრინა თავში... ქაოსურად ენაცვლებოდა ერთი მოგონება მეორეს ისე, რომ აზრის მოკრება მიჭირდა.........


გამახსენდა სადგურში მისვლიდან წამოსვლამდე თითქმის ყველა დეტალი. როგორ ცხელოდა ვაგონში , სანამ მატარებელი დაიძვრებოდა. როგორ აღმოვაჩინეთ ტელევიზორში ”არხი”, რომელიც მატარებლის ჰოლს უჩვენებდა პიდრაპირ ეთერში... როგორ ვრთავდით ერთი არხიდან მეორეზე საინტერესო კუპის პოვნის იმედით, მაგრამ ჰოლს და იქ მოსაუბრე გამცილებელს ვერ გავცდით.... ღამე კი სიცივისგან ისე ვკანკალები, რომ ადიალა, რომელიც თავიდან მეზიზღებოდა, ყველაზე საყვარელ ატრიბუტად მექცა ვაგონში.

უსასრულოდ ჩახვეული სარკე, ჩემი ტელეფონი, რომელიც მთელი ღამე “hey Jude”ან “strawberry fields forever” უკრავდა... ფანჯარა, რომლიდანაც ზღვის დანახვას ვცდილობდი და ქალი, რომელიც თითქოს ჯინაზე ზუსტად წინ ჩამომიდგა...

იუბკა, რომელიც ჩემს გამო გამოემგზავრა ბათუმში და დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც ვაგონში დარჩა. დაღონებული სოფოს სახე და ჩემი განწყობა, საკუთარ თავს რომ ვაბრალებდი მისი საყვარელი იუბკის დაკარგვას. ბედად შეხვედრილი გამცილებელი, რომელმაც სადგურისკენ გაგვიშვა იუბკის დაბრუნების იმედით.

ჩვენი საცოდავი ტაქსისტი, რომელიც ჯერ სხვა ადგილას მივიყვანეთ და მერე კრუგები ვარტყმევინეთ ბათუმი-მახინჯაურის მიმართულებით სასურველი მატარებლის ძიებაში. შემდეგ კი საშინელ წვიმაში ლიანდაგებთან დავაყუდეთ და ვაცდევინეთ. როგორ დავდიოდით ძროხებივით შუა ლიანდაგებზე და ვაგონებს ვითვლიდით, რომ მეთერთმეტესთვის მიგვეგნო და ბოლოს აღმოვაჩინე, თვლა არ იყო საჭირო, რადგან ვაგონებს ისედაც ეწერა ნომრები...

თუმცა კი არ აღმოვაჩინე, ალბათ გამახსენდა J თუმცა ეს ყველაფერი ღირდა წასვლად,

რადგან დავიბრუნეთ! და მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ არაჩვეულებრივი ფოტოშედევრებიც შეიქმნა მისი მოანწილეობით!(თუმცა მეორეხარისხოვან როლში იყო, მთავარი ვერ დავუთმე :)))

გამახსენდა ჩვენი ვიზიტი აქვაპარკში, მაგიდის ფეხბურთი, რომელმაც სასწაულებრივად ჩამითრია და პირველად თამაშის კვალობაზე კარგად შევძელი: 20-19 დავმარცხდი. მოშლილი ტრენაჟორები, სოფოზე მოკაიფე ტიპი და ჩამოსასრიალებლები, ჩემი ფიქრები მათზე სრიალისას... კამკამა ლურჯი აუზი და წყალს დანატრებული სოფო და დარე!

ჩვენი ერთადერთი მზიანი დღე პლაჟზე და მე ჰამლეტის როლში!


პატარა გონებადაკარგული კატარი... თავხედი ბიჭები პლაჟზე, რომლებსაც თხილი დავაყარე თავზე(მეც მიკვირს, როგორ გავბედე! J) . დაბალი და ყბაჩა პატრული....

სოფოს პირსინგობის კანდიდატი და იისფერი ბაყაყი, რომლის გამოც ლამის ქურდობა გავბედე... ნაგვის ყუთებთან მყოფი პატარა, რიჟა,ლურჯთვალა ფისო, რომელიც ისე გვიკნაოდა, ერთი სიცოცხლე დაგვიჯდა, რომ არ წამოგვეყვანა...

შოკოლადის ტორტი ნაყინით და კუნძული კაფე-კოღოების სამეფო!

30 ლარიანი სადილი,რომელიც მხოლოდ 3 ლარი დაგვიჯდა და ყავის 2 ლარი,რომელიც ვერაფრით ვერ დავლიეთ.

ჩვენი უმყუდროვესი, რიკულებიანი აივანი და ჯეტიქსზე ტუტენშტეინი :)))

გზა ატრაქციონებისკენ, რომელიც მეგონა , არასდროს დამთავრდებოდა და შიშის გრძნობა ბუსტერის ყურებისას.

ის დილა, ბუ რომ ჩამოვიდა... მახსოვს, როგორ გავვარდი აივანზე და ვუყურებდი სასტუმროსკენ მომავალს, ხელს ვუქნევდი და უბედნიერესი ვიყავი!

შვიდი ათასამდე პეპელა, რომელიც ოთახში მიცდიდა, რომ ერთდროულად დამსეოდნენ და იმ კაცის გაოგნებული მზერა, რატომ არაფრით არ ვთანხმდებოდი ოთახში შესვლას :)))




ჩემი ცვილის ბიჭუნა და უზამრაზარი პირველყოფილი არსება :))))


ეშმაკის ბორბალი, რომელიც გვეკაიფებოდა და გარდა იმისა, რომ საშინელ ხმებს გამოსცდემა, თითქოს ჩერდებოდა კიდეც და უფრო მეტად გვაშინებდა...

მუდამ უკმაყოფილო ჯემალი და ჩემს მხრებზე ჩაძინებული ბუ.


გზა სარფისკენ და ჭაღარა , გრძელთმიანი მაშველი... სისუფთავისგან მომწვანო წყალი და მეჩეთის ფონზე ნახევრად გახდილი გოგო !


შემდ კი ისევ სადგური, ისევ ის მატარებელი, მაგრამ სხვა გამცილებელი.... სხვა არხები და ”გემოვნებიანი” მუსიკა... მკვდარივით ჩაძინებული დარე და უკვე თბილისი...........