11 August 2009

Iphone or not Iphone (to be or not to be)



now what? Again want to buy it? :D :D

08 August 2009

Killing Time At Home



რამდენჯერაც ვუყურე ამ ვიდეოს, იმდენჯერ დავიგრუზე. რატომღაც ყოველთვის საკუთარ თავს წარმოვიდგენ ხოლმე მოქმედ გმირად (წიგნში, ფილმში და ა.შ.) და ამიტომ უფრო მძაფრად აღვიქვამ ყველაფერს...

უმწეობის შეგრძნებაზე საშინელი არაფერია...

Re: ”პრაგმატული ტექნიკა”




ეხლა ჩემი მეგობრის ბლოგს ვკითხულობდი(უნდა ვაღიარო,ძალიან კარგი ბლოგია) და წავაწყდი პოსტს ”პრაგმატული ტექნიკა”, რომელსაც არ დავეთანხმე :P
აი ისიც http://postmonkey-world.blogspot.com/2009/08/blog-post_02.html

გადავწყვიტე, აქ ვუპასუხო ავტორს :

არა არა და კიდევ ერთხელ არა !
სხვა კუთხით შევხედოთ ძვირფასო ;)
რამდენი ადამიანი გაიცანი ზუსტად ეგრეთ წოდებული ”პრაგმატული ტექნიკის” წყალობით ? :P მის გარეშე რამდენ ადამიანს არ ექნებოდა შანსი.თუნდაც იმ წყვილს, ერთი რომ ჩემი თანამშრომელია და მეორე შენი ;)


ახლა კი მობილურს დავიცავ :)))
როცა მობილური არ იყო, ის პერიოდია. ერთი წყვილი შეთანხმდა , რომ კინო ამირანთან შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
მივიდა გოგო კინო ამირანთან . ელოდა, ელოდა ბიჭს მთელი სეანსის განმავლობაში. ბოლოს ეს უკანასკნელი რომ არ გამოჩნდა, წავიდა გაბრაზებული.
მივიდა ბიჭი რუსთაველთან (თურმე ერთი და იგივე ფილმი გადიოდა რუსთაველშიც და ამირანშიც. თურმე ბიჭმა იგულისხმა რუსთაველი და რატომღაც თქვა ამირანი ).
ასევე მთელი სეანსის განმავლობაში ელოდა გოგოს. ბოლოს ისიც წავიდა სახლში გაბრაზებული.

აქედან დასკვნა: რომ ყოფილიყო მობილური, ხომ არ მოხდებოდა ეს გაუგებრობა? :)

ასე რომ, გაუმარჯოს ტექნიკას ! I'm lovin' it