17 October 2008
გლობალური დათბობა vs მოდა
მოდა განმეორებადიაო კი ამბობენ, მარა ნეტავ ამ შემთხვევაზეც ვრცელდება?!
თუ გლობალური დათბობა გადაფარავს?!
:))))))
12 October 2008
ტაიტი
ცუდად რომ იყო,კარგად გახდები.
რომ შფოთავდე,დამშვიდდები.
სიცოცხლე თუ მოგბეზრდა,ხალისი დაგიბრუნდება.
ცურვა თუ არ იცი,სწავლა მოგინდება.
ხატვა თუ არ გეხერხებოდა,კიდევ ერთხელ ცდი.
ფოტოხელოვნება თუ არ გიყვარდა,აპარატს იყიდი.
უქმად ყოფნა თუ არ გიყვარდა,აქ სადმე ორ პალმას შორის გაბმულ ჰამაკში მთელი დღე იწვები.ხან მუსიკას მოუსმენ,ხან ტალღების ხმას. იოცნებებ,ინეტარებ.
გოგენის შთაგონების წყარო იყო ტაიტი და ფოტოებს თუ შეხედავ ან საუკეთესო შემთხვევაში იქ თუ მოხვდები,მიხვდები, რატომაც.
თუ სამოთხე არსებობს,ალბათ ასეთი იქნება. ჩემი სამოთხე ესეთი იქნება....
მგონია, აქ მსუბუქი ვიქნები,გარემო შემამსუბუქებს: თეთრი ქვიშა,სიმწვანის ნაირნაირი ტონალობები და ლურჯი, კამკამა ზღვა!
ერთხელ მაინც უნდა მოვხვდე იქ.
აუცილებლად!
Subscribe to:
Posts (Atom)